თბილისში, პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
როგორც ცნობილია, ბანკში ნიღბიანი, სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
ცნობილია ისიც, რომ ამ დროისთვის მძევლები და დაშავებულები არ არიან.
თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, სანამ თავდამსხმელი ფულს მიიღებდა, მძევლად რამდენიმე პირი ჰყავდა აყვანილი და იმუქრებოდა.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. ბანში მყოფი პირები კი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიაან გადაყვანილები.
წყარო: მთავარი არხი