,,1 კვირა გავიდა, რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა… ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი… მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა, ნაკლები არაფრით ვართ!
ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ, თქვენ მოდით, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები , პატარა ერი დიდი გულით “, _ ამბობს ქართველი მეხანძრე-მაშველი მიშო შუბითიძე.