Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დაფიქსირდა ვირუსის 9 696 ახალი შემთხვევა.
საქართველოში ამ დროისთვის:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 051 445 , ბოლო 24 საათში – 9 696
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 962 035 , ბოლო 24 საათში – 5 408
- მათ შორის გარდაცვლილი – 14 701 , ბოლო 24 საათში – 28
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47 803, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 793, PCR ტესტით – 21 010
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 20,28%, ბოლო 14 დღის – 12,56%, ბოლო 7 დღის – 15,66%
- სულ აცრილია – 2 656 703, დღიურად აცრილია – 4 685
- კარანტინის რეჟიმში – 39
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 557
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 981