პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ლაშისღელე-აგარაკის მაჟორიტარობის კანდიდატ კარლო კვიტაიშვილთან ერთად, ლანჩხუთში, ბარათაშვილისა და მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
სარიშვილმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის ძირითაადი პრიორიტეტები გააცნო. მოსახლეობამ შეხვედრაზე პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მომდევნო ოთხ წელიწადში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
„ბოლო წლებში, ლანჩხუთში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულ პროექტებს დარმუნებული ვარ, ერთად დავამთავრებთ. თქვენი თანამონაწილეობითა და ჩართულობით, დავგეგმავთ პროექტებს, რომლებიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული. ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების ქსელის მოწყობა, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანა იქნება. ჩვენ ყველამ, ერთად უნდა შევქმნათ მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავალი და ვიზრუნოთ ყოველი დღის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
სარიშვილი ასევე, თანაგუნდელებთან ერთად, ლანჩხუთის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და საარჩევნო ბუკლეტებიც გადასცა.