https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სასამართლოები, სადაც ხუთი წლის წინანდელი საქმეებიც კი განუხილველია!

"ადრე სამართლიან სასამართლოს ვითხოვდით, ახლა, უბრალოდ, საკმარისი მოსამართლეების დანიშვნას ვითხოვთ"

14:50; 20.11.2023
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის რაიონული სასამართლო საქართველოში არ არის გამონაკლისი, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან შეტანილ საქმეებზე გადაწყვეტილებას. ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; არა ერთი ოზურგეთელი ადვოკატი “გურია ნიუსთან” პირად საუბარში ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება; ადვოკატების დიდმა ნაწილმა კი, 2023 წლის აპრილში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა წერილით:

“მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვერ აუდის საქმეთა ნაკადს; განსაკუთრებით პრობლემატურია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა. ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 2016 წლის საქმეები; ამავდროულად, ახალი საქმეების 99%-ის ჩანიშვნის იმედი აღარ გვაქვს უახლოეს ერთ წელიწადში (შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს). ინტენსიურად განიხილება სისხლის სამართლის საქმეები და აქაც გვაქვს დაუსრულებელ საქმეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. სასამართლოში გამწესებულია მხოლოდ ორი მოსამართლე (ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო მოსამართლეების გარეშეა), რომლებიც, ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული საკმარისი არ არის და სამართალწარმოების ყოველი მხარე დაზარალებულები ვართ”, _ ნათქვამი იყო წერილში.

ოზურგეთელი დავით მამალაძე 15 წელია, რაც ადვოკატია და ამბობს, რომ ასეთი კრიზისი სასამართლო სისტემაში არ ახსოვს:

“დიახ, მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის საბჭოდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. კრიზისია სასამართლო სისტემაში. ორი მოსამართლე, სისხლის სამართლის გარდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს ვერ იხილავენ. რა გახდა კიდევ ოთხი მოსამართლის დანიშვნა? ეს პრობლემა დროულად გადასაწყვეტია. ხალხი ელოდება, როდის განიხილება მათი საქმეები და ელოდებიან სამართლიანობას. ეს, რაც ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს. ყველანაირ ბრძოლის უნარს უკლავენ ადამიანებს, რომ სასამართლოში შეიტანონ საქმეები და ამ გზით მიაღწიონ სამართლიანობას”, _ ამბობს დავით მამალაძე.

“2018 წელს შეტანილ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე არაა დაწყებული”

 “ღვთისშვილთა კავშირის” წარმომადგენელი გიორგი კალანდაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მიწის ნაკვეთის დაკანონებას წლების განმავლობაში ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მან 2018 წელს მიმართა სასამართლოს, რომ ორგანიზაციის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრს კანონის ფარგლებში დაერეგისტრირებინა.

“ასეთი საქმის განხილვა რატომ არ ხდება დროულად, ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის. ავიყვანე ადვოკატი და კანონიერად შევუდექი საქმეს, მაგრამ 2018 წლიდან დღემდე არ განხილულა საქმე სასამართლოში!

ახლა გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატთან და აუცილებლად უნდა მივმართო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სასამართლოში გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი მოსამართლეა და ამიტომ არ ხდება დროულად საქმეების განხილვა. შეიძლება 2018 წელს შეტანილ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე არ იყოს დაწყებული?!” _ კითხვას სვამს გიორგი კალანდაძე.

იურისტი და ადვოკატი კახა ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ თუ ადრე სამართლიან სასამართლოს ითხოვდნენ, ახლა მოსამართლეების დანიშვნაა პირველი რიგის მოთხოვნა:

“ყოველდღიურად მატულობს სარჩელებს რაოდენობა და ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაწყდეს. არ ვიცი, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა?!

ზოგადად, საქართველოში, რაიონული სასამართლოებში არის მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ამ სასამართლოებიდან ოზურგეთის სასამართლო ყველაზე “მოწინავეა”. იმიტომ, რომ 2018 წლიდან დღემდე მოყოლებული, პრაქტიკულად, არც ერთი საქმე არ არის განხილული, რაც მე მაქვს; არადა, საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს აღებული. ამის მიზეზი მოსამართლეების ნაკლებობაა; გურიაში 120 000 კაცი ცხოვრობს და მთელ რეგიონში ორი მოსამართლეა. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს იხილავენ და სხვა საქმეებზე დრო არ რჩებათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ მოსამართლეს თვეში 2 000 საქმე აქვს.

არის პირველი კატეგორიის საქმეები, რომელიც სწრაფად უნდა დაასრულოს სასამართლომ საპროცესო კოდექსის მიხედვით; ეს არის ალიმენტი, შრომის დავები _ როდესაც ადამიანს სამსახურიდან გაათავისუფლებენ,  მალევე უნდა გაირკვეს სამართალი, მინიმუმ, საარსებოდ ხელფასი რომ აიღოს!

ალიმენტის ამბებთან დაკავშირებით არის შემთხვევა, როცა ხუთი წლის განმავლობაში გრძელდება სასამართლო პროცესი და ამასობაში არასრულწლოვანი სრულწლოვანი გახდა!

სერიოზულად ართულებს სიტუაციას ის, რომ სამართლის მოლოდინში ან ერთი მხარე გარდაიცვალა ან _ მეორე; არის ადმინისტრაციულ სამართალში ისეთი შემთხვევები, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ის კომპეტენცია აღარ აქვს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მე ყოველთვის ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ სასამართლოსთვის მიემართათ და ისე განხილულიყო სადავო საკითხები. დღეს აღარ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. შეიძლება მის მიერ შეტანილი სარჩელი ხუთი წელი არ განიხილონ და ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხნის განმავლობაში განიხილავენ. ძალიან სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო ამ სერიოზული კრიზისიდან გამოსვლისთვის”, _ ამბობს კახა ჩავლეშვილი.

“საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, მოსამართლეები დანიშნოს და მოაგვაროს გადატვირთულობის პრობლემა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი ნინო ნოზაძე “გურია ნიუსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რაც ახლა სასამართლო სისტემაში ხდება, სისტემური პრობლემაა. მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა სისტემის პრობლემაა და გადატვირთულობა დიდ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ეფექტურად და დროულად გახორციელებაზე. ნოზაძე რამდენიმე ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას:

_ შეიძლება ეს იყოს ის, რომ საბჭოს მიმართ არის უნდობლობა; საბჭოს, გარკვეულწილად, “აწყობს” ეს სიტუაცია _ მან კარგად იცის, რომ არსებობს გადატვირთულობის პრობლემა, მან კარგად იცის, რომ არსებობს მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემა, თუმცა, ორი წლის განმავლობაში საბჭოს არ გამოუცხადებია კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ამზადებს კადრებს.

ვიცით, რომ ახალდანიშნულმა მოსამართლემ აუცილებლად უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომ შემდეგ გახდეს მოსამართლე. თუმცა, რეალობა არის ისიც, რომ კონკურსები როცა ცხადდება ვაკანსიებზე, კონკურსებში კანდიდატების რაოდენობა არის ძალიან დაბალი. კონკურსში მონაწილეთა ნაკლებობა მიუთითებს იმაზე, რომ კვალიფიციური კადრები თავს იკავებენ კონკურსებში მონაწილეობისგან…

ჩვენ ვიცით, რომ საბჭოში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მოსამართლეს არჩევს არა კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, რომ ისინი ლოიალურად უნდა იყვნენ განწყობილნი სისტემისა და მათ მიმართ. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა _ ე. წ. პრივილეგირებული მოსამართლეები. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეები: თავმჯდომარეები, ასევე, პირები, რომლებიც იკავებენ იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას, ისინი სარგებლობენ 5-10-20%-იანი დატვირთულობით იმ შემთხვევაში, როცა ვამბობთ, რომ სერიოზული გამოწვევაა გადატვირთულობა, მაშინ როცა ახლადდანიშნულ მოსამართლეს შეიძლება 250-300%-იანი დატვირთულობით დაეწეროს საქმეები! ამ ფონზე, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირები, ე. წ. “პრივილეგირებული მოსამართლეები”, რომლებსაც ჩვენ გავლენიან მოსამართლეებად და გავლენიან ჯგუფად მოვიხსენიებთ, სარგებლობენ ამ შეღავათებით და პრივილეგიებით. ოზურგეთში, როგორც ვიცი, ამ მონაცემით, ორი მოსამართლეა… თბილისშიც სერიოზული გადატვირთულობაა, რეგიონებშიც და ეს კარგადაა ცნობილი საბჭოსთვის _ ამაზე თვითონაც საუბრობს; თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას “აწყობს” ეს სიტუაცია, ვინაიდან, როცა გადატვირთულობა და ვადების დარღვევა უფიქსირდება ყველა მოსამართლეს, დისციპლინური სამართალწარმოება, გარკვეულწილად, არის საბჭოს ხელში, ამ მექანიზმით თითქოს ყველა მოსამართლე უჭირავს მას ხელში. ყველა მოსამართლემ იცის, რომ მას ვადები დარღვეული აქვს; ყველამ იცის, რომ, გარკვეულწილად, მის წინააღმდეგ საჩივარი შეიძლება შეიტანოს პირმა, ხოლო საბჭოს შეუძლია მათ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს.

_ რაში ხედავთ გამოსავალს?

_ გამოსავალი იმაშია, რომ უნდა დაინიშნონ ახალი კადრები, მაგრამ მათი შერჩევა უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად და კვალიფიკაციის შესაბამისად და არა ნეპოტიზმის ნიშნით. ის, რომ არსებობს გადატვირთულობის პრობლემა და რეალურად, ხალხი ვერ იღებს სწრაფ მართლმსაჯულებას, ეს კარგად არის ცნობილი საბჭოსთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მოსამართლეები დანიშნოს და მოაგვაროს გადატვირთულობის პრობლემა. თუმცა, ის, რეალურად, არ დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს.

შესაბამისად, ძალიან კომპლექსური საკითხია, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და კადრის შერჩევა უნდა მოხდეს კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით. თუმცა, ვხედავთ, რომ საბჭო წარადგენს ან ნიშნავს ისეთ კადრებს, რომლებიც  საბჭოს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაბიჯებს დგამს”

ქეთევან ლაცაბიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი:

“მოსამართლეთა სიმცირის საკითხი ცნობილია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაბიჯებს დგამს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც მიმდინარე წელს სამჯერ ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ გამოცდის ჩაბარება მოსამართლედ განწესებისთვის  ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმია. გარდა ამისა, არსებობს კანონით დადგენილი ეტაპები, რომლებიც უნდა გაიაროს მოსამართლეობის მსურველმა და დააკმაყოფილოს შესაბამისი კრიტერიუმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად ცდილობს მოსამართლეთა გადატვირთულობის საკითხის მოგვარებას”.

რას გვეუბნება სტატისტიკა

“გურია ნიუსმა” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან, რის საფუძველზე გავიგეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში რა რაოდენობის საქმის განხილვა მოახერხა ორმა მოსამართლემ.

2021 წელი, სისხლის სამართლის საქმე: ნაშთი 2021 წელის 1 იანვრისთვის _ 51; შემოვიდა 450 საქმე, დასრულდა _ 416, ნაშთი 2022 წლის იანვრისთვის _ 85.

სამოქალაქო საქმე: ნაშთი 2021 წლის 1 იანვრისთვის _ 334; შემოვიდა _ 1888, დასრულდა _ 1644; ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის _ 578.

ადმინისტრაციული საქმე: 2021 წელის 1 იანვრისთვის _ 240; შემოვიდა _ 328, დასრულდა 141; ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის _ 427.

2022 წელი, სისხლის სამართლის საქმე: ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის _ 85; შემოვიდა _ 409, დასრულდა _ 376; ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 118.

სამოქალაქო საქმე: ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის _ 578; შემოვიდა _ 2010, დასრულდა _ 1530; ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 1058.

ადმინისტრაციული საქმე: ნაშთი 1 იანვრისთვის _ 427; შემოვიდა _ 247, დასრულდა _ 156; ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 517.

2023 წლის 9 თვე, სისხლის სამართლის საქმე: ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 118; შემოვიდა _ 258, დასრულდა _ 254, ნაშთი 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის _ 124;

სამოქალაქო საქმე: ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 1058, შემოვიდა _ 1135, დასრულდა _ 847, ნაშთი 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის _ 1346;

ადმინისტრაციული საქმე: ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის _ 517, შემოვიდა _ 201, დასრულდა _ 90, ნაშთი 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის _ 628.

რამდენ ხანს მოუწევს ორ მოსამართლეს ასეთ სიტუაციაში მუშაობა და რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას წლებია ელოდებიან? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არც ერთ ჩვენს რესპონდენტს არ აქვს.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

კახა ჩავლეშვილისასამართლო
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21 დეკემბერი, 2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21 დეკემბერი, 2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20 დეკემბერი, 2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20 დეკემბერი, 2025

კახა კალაძე: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, იქნება გამზიარებელი

რას შეეხება სამშენებლო ამნისტიის პროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობას იწყებს

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო