წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, ბალანჩინის და ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში.
როგორც “გურია ნიუსს” წყარო უყვება, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი “ტოიტა პრადოს”, შემდეგ კი მოპედს დაეჯახა, რომლის შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი ადგილზე დაიღუპა.
“საშინელება იყო, ჯერ პრადოს შეეჯახა, მერე მოპედს. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახაძრო ბრიგადაა იყო მობილიზებული”, _ გვეუბნება წყარო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.