ტყიბულში 200- მდე მეშახტე გაიფიცა.
როგორც ისინი ამბობენ, ახალი კომპანია ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს.
მეშახტეების თქმითვე, მესამე დღეა რაც საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, მაგრამ გაფიცულებთან კონტაქტზე არავინ გასულა.
„ადგილზე რამდენიმე დღეა გაფუჭებულია ელმავალი, ფეხით 3-4 კილომეტრს, რა თქმა უნდა, ვერ გავივლით. არც შეკეთება უცდია არავის. საშინელი სამუშაო პირობები გვაქვს. კომპანია და ეკონომიკის მინისტრი დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა, ამდენი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა“,_ აცხადებს მეშახტე ირაკლი ჩიხრაძე.