შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრის, პატარა ანასტასიას ცხედარიც ნაპოვნია.
„როგორ საშინლად ჟღერს „იდენტიფიცირებულია“, მაგრამ, ამავდროულად, ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა ანასტასიას თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის… 20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა… თითქოს, მთელი ტრაგედია ერთ ადამიანში გაერთიანდა… შეუერთდა ანგელოზთა ლაშქარს, პატარა ანასტასია… ვუსამძიმრებ მთელ ერს… დარწმუნებული ვარ, ყველა ელოდა პატარა ანგელოზის გამოჩენას…. ღმერთო გვაკმარე…“ – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.