ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აქციის გამართვა სამართლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ამასთან, როგორც გეგიძე გვეუბნება, ადამიანებმა, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს, სახელმწიფოს საშუალება უნდა მისცენ, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.
,,ამ აქციამ ხელი უნდა შეუწყოს სამართლიანობის აღდგენას, კითხვის ნიშნები რომ არსებობს, ფაქტია. სახელმწიფოს, ხელისუფლებასა და მოქალაქეებს გააჩნიათ საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის, იმ მოქალაქეებსაც გააჩნიათ ვალდებულებები, რომლებმაც რაღაც მომენტში ვერ იპოვეს სამართალი. ასეთმა ადამიანებმა სახელმწიფოს საშუალება უნდა მისცენ, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს _ ეს არ არის ბანალურ ჭრილში ნათქვამი ფრაზა. როდესაც სახელმწიფოს ინსტიტუტები თავიანთ შეცდომებზე რეაგირებენ, უნდა დავეხმაროთ, რაც არ უნდა რთული იყოს. ყველას ვეტყვი, რომ ზაზა სარალიძის პოლიტიკურ გავლენებზე საუბრისგან თავი შევიკავოთ, რადგან კარგად ვხედავთ, რა მოხდა და რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს“,_ გვითხრა გეგიძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაანონსებული აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ განაცხადა.