„სასტიკი და არაჰუმანური“_ასე აფასებენ გაეროში ბრუნეის ახალ კანონს, რომელიც ქურდობისთვის სასჯელის სახედ ამპუტაციას, აბორტისთვის საჯაროდ გაწკეპვლას, ხოლო მრუშობისა და ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების სექსუალური კონტაქტისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონი ასევე ითვალისწინებს მუსლიმი ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავებას.
FRANCE 24-ის ცნობით, კანონი, რომელიც ბრუნეიში ოთხშაბათიდან შედის ძალაში, პოლიტიკოსებმა, ასევე ცნობილმა სახეებმა, მათ შორის ელტონ ჯონმა და ჯორჯ ქლუნმა დაგმეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი კი ბრუნეის ხელისუფლებას კანონის ძალაში შესვლის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ ხელისუფლებას შეაჩეროს ამ ულმობელი კანონის ძალაში შესვლა, რომელიც გახორციელების შემთხვევაში სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ბრუნეის მოსახლეობის ადამიანების უფლებების დაცვისთვის“,_განაცხადა ბაჩელეტიმ.