ავღანეთში, ქაბულში სასტუმრო “ინტერკონტინეტალს” თავს შეიარაღებული პირების ჯგუფი დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელები სასტუმროში გუშინ საღამოს შეიჭრნენ და სტუმრებისა და თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 5 მოქალაქე დაიღუპა, ავღანელმა ძალოვნებმა კი 3 “ბოევიკი” მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, სასტუმროში თავდასხმის დროს 126-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.