სენეგალის ეკონომიკის მინისტრმა ამადუ ჰოტმა მოუწოდა მსოფლიო კვების მრეწველობის ლიდერებს, არ გამოუცხადონ ბოიკოტი რუსული და უკრაინული საკვები პროდუქტებით ვაჭრობას, რადგან დაუცველ ქვეყნებში სასურსათო კრიზისი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს.
ჰოტმა თქვა, რომ გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიღების გარეშე, კრიზისი – რომელიც მოიცავს როგორც საკვების დეფიციტს, ასევე მაღალ ფასებს – უფრო მეტ ადამიანს მოკლავს, ვიდრე კორონავირუსმა იმსხვერპლა.
უკრაინაში შეჭრის გამო ბევრმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, სანქციები დაუწესა რუსული საქონლის გამოყენებას ან ვაჭრობას.
„ჩვენ გვესმის, რომ საკვები და სასუქები გათავისუფლებულია სანქციებისგან. თუმცა, ბაზრის მონაწილეები, იქნება ეს მოვაჭრეები, ბანკები თუ მზღვეველები, არ სურთ მონაწილეობა მიიღონ, თუ პროდუქცია მოდის გარკვეული ადგილებიდან, რადგან მათ ეშინიათ მომავალში სანქციების დაწესების,” – თქვა მან.
„შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ როდესაც ყიდულობთ სასუქს, საკვებს რუსეთიდან ან უკრაინიდან ან მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, არ იქნება სანქციები დღეს, არ იქნება სანქციები ხვალ… რათა ჩვენ შევძლოთ ბაზრის სტაბილიზაცია? ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ კრიზისზე, მაგრამ ვიტანჯებით”,_ განაცხადა მან.
ცნობისთვის, სურსათის ინფლაცია და დეფიციტი უკვე ომამდე გაიზარდა, მაგრამ რადგან რუსეთი და უკრაინა საკვები პროდუქტების, როგორიცაა ხორბალი, ორი უდიდესი ექსპორტიორია, ომმა გააუარესა ეს პრობლემები ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი.