ნიუ-იორკში, ბრონქსში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის 1 წლის ბავშვიცაა.
როგორც ცნობილია, ხანძრის ჩაქრობას 160-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.