ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე გაირკვა, რომ საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს მომავალ წელს 50 ლარით მოემატება ხელფასი. ასევე ითქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ 2020 წლის სექტემბერში კიდევ აისახოს ბიუჯეტში სახელფასო მატება, ისევ 50 ლარის ოდენობით.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა ხელფასის მატებასთან ერთად მოხდება თუ არა ერჯერადი დანამატის გაცემა საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის. პასუხი ამ კითხვაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გასცა.