საკოორდინაციო საბჭომ სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების დიდ ქალაქებში გახსნის გადაწყვეტილება შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში მიიღო:
„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში თუ ისინი დაიცავენ ყველა იმ წესს რაც დადგენილია დღეისთვის.
კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების შესახებ, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენს მომხმარებელს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს.
მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი დაცვით., ამისთვის მაღაზიების ფართის 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, მაღაზიების როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებლების რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, როგორიცაა სოციალური დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება.
ფასდაკლების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს მომხმარებლების დიდი რაოდენობა დაშვებული მაღაზიებში.
ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის ერთი თვის განმავლობაში დაბრუნება ან გადაცვლა და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით“,_ განაცხადა ცქიტიშვილმა ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციენის შესრულებაზე პასუხისმგებლობა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ეკისრება, დარღვევების შემთხვევაში კი ჯარიმა და საქმიანობის შეჩერებაა გათვალისწინებული.