ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ ქართული დასი აქციას მართავს.
აქ იმყოფებიან სასულიერო პირებიც. როგორც ჟურნალისტებთან ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, აზარტულ თამაშებში დაახლოებით 8000 ადამიანია ჩაფლული, ბოლო რამდენიმე თვეში კი თავი 17-მა ადამიანმა მოიკლა.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მიმდნარეობს რეკომენდაციები და მომავალ კვირას პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ.
აქ შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ აზარტული თამაშების რეკლამა უნდა აიკრძალოს.