საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის 14 თანამშრომლიდან ახალი კორონავირუსი 10 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. სამსახურებრივ მოვალეობას ამ დროისთვის 4 პირი ასრულებს.
ინფიცირებულებულთა ნაწილი _ სახლში, ხოლო ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს.
” გურია ნიუსი” დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრს, საიდანაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფიცირებულებულთა რაოდენობამ სულ 2394 შეადგინა. აქედან 984-ია გამოჯანმრთელებული, თვითიზოლაციაში 592 პირი რჩება, სხვადასხვა კლინიკებში 118 ადამიანი მკურნალობს, კორონავირუსით 25 მოქალაქეა გარდაცვლილი.