სენაკში კორონავირუსით 62 ქალი გარდაიცვლა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობის კურსს კლინიკა “არქიმედეში” გადიოდა. გარდაცვლილი ჩხოროწყუს მკვიდრი იყო.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 194 900 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 2734 ადამიანი იმყოფება.