ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში გაიმართა უკვე პოპულარული ჩემპიონატი ძაღლების სერფინგში.
ამჯერად ღონისძიება, რომელშიც პატრონებიც მონაწილეობდნენ, საქველმოქმედო იყო და შეგროვილი თანხა უპატრონო ძაღლების თავშესაფრებს გადაეცათ.
მსაჯები მონაწილეებს აფასებდნენ ტალღის ზომის, ტალღაზე სრიალის ხანგრძლივობისა და დაფაზე “უშიშრად დგომის” მიხედვით.
პატრონები მონაწილეებს ამხნევებდნენ, ერთ-ერთი გამარჯვებული ტობი კი საყვარელ რეზინის სათამაშოებთან ერთად მონაწილეობდა შეჯიბრებაში.