https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შალვა ძნელაძე _ უმაღლესი დონის მხატვარ-გრაფიკოსი

10:10; 21.10.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

,,გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა”, _ ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი და არ შეიძლება მის სიტყვებს არ დაეთანხმო. თუ ოდნავი ნიჭი გაგაჩნია, გურიის პეიზაჟებისა და გურულების შემყურე არ შეიძლება ხელში ფუნჯი არ აიღო და ბუნების ეს სილამაზე, იქაურ მცხოვრებთა სიჩაუქე, სიმკვირცხლე, ფეთქებადი ხასიათი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პლასტიკა ტილოზე არ გადაიტანო.

გურია არასოდეს განიცდიდა ნიჭიერ ადამიანთა ნაკლებობას, მათ შორის, ვინც ეს მხარე ლიტერატურასა თუ მხატვრობაში აღწერა, ერთ-ერთი მათგანია უსამართლოდ მივიწყებული შალვა ძნელაძე, რომლის სახელი მისი გარდაცვალებიდან 1934 წელს, ლამის სამოც წელზე მეტ ხანს იშვიათად თუ ახსენდებოდა ვინმეს. მან სულ 42 წელი იცოცხლა, მაგრამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძე, მხატვრის შემოქმედების მკვლევარი და მასზე შექმნილი მშვენიერი წიგნის ავტორი (დეა გუნიასთან ერთად) წერდა: ,,შალვა ძნელაძე თითქოს გრძნობდა თავის ბედით განსაზღვრულ სიცოცხლის ხანმოკლეობას. ამიტომ ცდილობდა მოესწრო, ჩქარობდა მრავალი რამ დაეხატა. ის ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, მოსწავლის რვეულში, უბის წიგნაკში, ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. სწორედ ამ სახატავი ფორმატის მიხედვით აგებდა კომპოზიციებს. ამიტომაა ისინი, ხან ვიწრო ზოლად წარმოდგენილი, ხან გვერდებჩამოჭრილი, ზოგჯერ კუთხეებმოგლეჯილიც კი.  პერსონალურ გამოფენაზე არც უფიქრია, თავისთვის ხატავდა. ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და ხატვითვე მთავრდებოდა, ამიტომ შეგროვდა ამდენი ნახატი”. ცნობისათვის: მხოლოდ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის 730-ზე მეტი ექსპონატი. უამრავი ნამუშევარი კი მიმოფანტულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

შალვა ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში (საჯავახო), ვექილ ანტონ ძნელაძის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ვასილ კროტკოვი. შემდეგ ის სწავლას აგრძელებდა თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში. 1913-1917 წლებში ის სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც კარგი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა. საინტერესოა, რომ შალვას გარდა მხატვრობას ხელი მიჰყო მისმა დამ დარეჯანმა, რომელიც ცნობილ თეატრალურ მხატვრად ჩამოყალიბდა.

ძნელაძე უმთავრესად გრაფიკაში მუშაობდა, თუმცა ფერწერული ნამუშევრებიც შემორჩენილია. მისი ბევრი ნახატი შესრულებულია ქაღალდზე ფანქრით, აკვარელით, ტუშით და სანგინით, სადაც ,,მხატვარმა, ძირითადად შავის და თეთრის მონაცვლეობით, შესძლო სიცოცხლის მრავალფეროვნების ამეტყველება”. ძნელაძის შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი უკავია მშობლიური გურიის პეიზაჟებს, გურულების ყოფა-ცხოვრების ამსახველ მომენტებს, მათ სახასიათო პორტრეტებს, ასევე გურიის 1841 წლის ჯანყს, 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობას, ფირალების თემას, ილუსტრაციებს და ა.შ.

როგორც ალექსანდრე ციმაკურიძემ შექმნა ქართლის მშვენიერი პეიზაჟები, დავით კაკაბაძემ იმერეთისა, ასეთივე როლი შეასრულა ძნელაძემ გურიის ბუნების, მისი ისტორიისა და ყოფის უკვდავყოფაში. ჩემი აზრით, გურიისთვის ის იგივე იყო, როგორც ლიტერატურაში ეგნატე ნინოშვილი.  მხატვარმა გოგი თოთიბაძემ აღნიშნა, რომ ,,უნდა იცნობდე გურიას და გურულებს, რათა ჭეშმარიტად გაიგო შალვა ძნელაძის შემოქმედება”. თუმცა, ეს ხელს არ უშლის არაგურულებსაც მისი ნახატების შემხედვარე დატკბნენ გურიის პეიზაჟებით და უკეთ გაიგონ  გურულების ზნე-ხასიათი. როდესაც მის ნახატებს ნუყურებ, მე როგორც რეჟისორს, თვალწინ თითქოს ფილმის კადრირება წარმომიდგება. მისი ლამის ყოველი ნახატი ეს გამზადებული მიზანსცენაა- დადგი კამერა, მოიყვანე მსახიობები და გადაიღე სცენა. და რაც მთავარია, მისი ყოველი ნახატი დამუხტულია სიცოცხლით და ენერგიით, თითქოს ნახატის გმირები ჰა და ჰა! ამოძრავდებიან: ფირალი თოფს გაისვრის, მომღერალი ჩააკრიმანჭულებს, მხედარი ბედაურს გააჭენებს, თამადა სადღეგრძელოს იტყვის….

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინა ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე; შემდეგ ოქტომბრის რევოლუციის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. ორივე ექსპოზიციაზე ძნელაძის ნამუშევრებმა მაღალი შეფასება და დიპლომები დაიმსახურა. გარდაცვალების ერთი წლის თავზე კი, 1935 წელს, მოეწყო შალვა ძნელაძის პირველი პერსონალური გამოფენა (მეორე მხოლოდ 1970 წელს, კიდევ ერთი შარშან და სულ ცოტა ხნის წინ, გალერეა ,,დარაბაში”), სადაც ნათლად გამოჩნდა მხატვრის წარმოუდგენელი პროდუქტიულობა, ინდივიდუალობა და მხატვრული ფორმის ძიებათა მრავალფეროვნება. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა დავით კაკაბაძე, რომელმაც 1935 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის კრიტიკოსთა სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ადრე წასული მხატვრის შემოქმედების შესახებ. ,,დისპუტზედ გამოითქვა აზრი, რომ გამოცემულ იქნეს მონოგრაფია… რათა საბჭოთა ფართო საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა გაიცნოს ამ მეტად ორიგინალურ და ნაყოფიერ მხატვრის შემოქმედება” – წერდა ჟურნალი ,,საბჭოთა ხელოვნება” (1935).

დღესდღეობით მხატვრის სახელი და მისი არაჩვეულებრივი შემოქმედება ჩრდილიდან გამოდის, რაც შემოქმედის ნათესავების (გიული კიკნაძე, ილია ძნელაძე, თამარ კაპანაძე, დარეჯან ძნელაძე), ხელოვნებათმცოდნეების და უბრალოდ მისი ხელოვნების თაყვანისმცელ-ენთუზიასტების დამსახურებაა.

წერილს დავასრულებ მხატვრისა და პუბლიცისტის ბენო გორდეზიანის სიტყვებით: ,,შალვა ძნელაძემ შესძლო თავისი რთული სოციალური კატაკლიზმებით დატვირთული დროისთვის შესაფერისი მხატვრული ფორმის პოვნა, დინამიკურის, მკვეთრის და ემოციურად დამუხტულის. ქართველი მხატვრების მომავალი თაობები მრავალს ისწავლიან ამ უაღრესად საინტერესო, უმაღლესი დონის მხატვარ-გრაფიკოსისაგან”.

სტატია დაიწერა ირინე აბესაძის და დეა გუნიას წიგნის ,,შალვა ძნელაძე” მასალების მიხედვით.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

აშშ-ს ჯარმა სირიადან ერაყში გადაინაცვლა

ერდოღანი თურქეთში ელექტრო სიგარეტებს ბლოკავს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო