ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს მისი ყოფილი მოადგილე ირაკლი სირაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ ირაკლი სირაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, შარაშენიძეს შტაბი საკუთარ სახლში აქვს განთავსებული:
_ ჩვენ ტრადიციას არ ვღალატობთ, სადაც თავდაპირველად “ქართული ოცნების“ შტაბი იყო განთავსებული, ახლაც იქ ვართ, _ამბობს სირაძე.