ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა facebooki-ს ოფიციალური გვერდის გარეკანზე ხურვალეთში გადაღებული ფოტო დააყენა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 1 მარტს იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად მავთულხლართებითაა გაყოფილი.
მიშელს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხურვალეთის მცხოვრებთ გაესაუბრა.