შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შემდეგ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 12 წევრიდან სამის ცხედარი იპოვეს, ექვსი ადამიანი გადაარჩინეს, სამს კი ამ დრომდე ეძებენ.
როგორც Anadolu იუწყება, სამაშველო სამუშაოები უამინდობამ შეაფერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი, თურქეთის შავი ზღვისპირეთში, ორ ნაწილად დაიშალა.
შემთხვევა კვირას, იმ ადგილას მოხდა, სადაც გემს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული.