შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს: ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.
შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროსაც.
ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.
ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.
შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია – ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს, ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიიღოს მოწამლულმა ადამიანმა.
ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის ორი კვირის განმავლობაში მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი.
ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან, ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.
ავტორი