NBC NEWS-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ბრიტანეთის მიერ ჩინეთიდან ნაყიდ სასუნთქ აპარატებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ პაციენტებს, მათ შორის გამოიწვიოს სიკვდილიც.
ექიმების თქმით, აპარატებს ჟანგბადის მიწოდების პრობლემა აქვთ, უცნობი დიზაინი და დამაბნეველი სახელმძღვანელო. ის შექმნილია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის და არა საავადმყოფოებში გამოსაყენებლად.
მარტიდან ბევრი ქვეყანა ცდილობდა სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, რომელთა დიდი ნაწილი ჩინეთიდან იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ აღჭურვილობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზოგი გაუმართავი ან უვარგისი იყო.
როგორც ცნობილია, Shangrila 510 შპს Beijing Aeonmed-ის მიერ არის წარმოებული, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი სასუნთქი აპარატების მწარმოებელია.
NBC News-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმები ელოდებიან,რომ აღნიშნულ აპარატებს ახლით ჩაანაცვლებენ.
წერილი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მისამართით არის დაწერილი, თუმცა, უცნობია, ვინ გაეცნო და ვინ არა.
გამგზავნისთვის არ იყო ხელმისაწვდმი კომენტარი იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიიღებენ წამოჭრილი პრობლემის მოსაგვარებლად.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა არ უპასუხა კითხვებს, თუ რატომ შეირჩა მაინც და მაინც ეს მოდელი, მაგრამ თქვა, რომ ამჟამად არცერთი სასუნთქი აპარატი არ გამოიყენება.
განმეორებითი ელექტრონული წერილებისა და სატელეფონო ზარების შემდეგ Beijing Aeonmed-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა, კითხვაზე იცოდა თუ არა კომპანიამ პროდუქციის შესახებ უასუხა „არ ვიცი“.
კომპანიამ არ გასცა დეტალური პასუხები სასუნთქი აპარატის კონკრეტული მოდელის შესახებ დასმულ კითხვებს და არც იმას, თუ სად მოხდა მისი ექსპორტი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინეთის მიერ წარმოებული პანდემიასთან საბრძოლველი აღჭურვილობა სტანდარტებში არ ჯდება.
მარტის ბოლოს ნიდერლანდებმა 600 000 ნიღაბი იყიდა ჩინელებისგან ექიმებისთვის გადასაცემად, თუმცა, ცოტა ხანში ჯანდაცვის სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ ისინი არ შეესაბამება სტანდარტებს.
როგორც NBC News წერს, ტექნიკის უმეტესობა გაუმართავი აღმოჩნდა ჩინეთიდან, რომელიც ცდილობდა წარმოეჩინა თავი, როგორც ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ წარმატებით გაუმკლავდა, არამედ ახლა ეხმარება სხვა ქვეყნებს პანდემიასთან გამკლავებაში.
როგორც 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, ჩქარობენ პრობლებლემების მოგვარებას და დაისჯება კომპანიები, რომელსაც აღმოჩენენ, რომ არასტანდარტულ ტექნიკას უშვებენ.
ამავდროულად, ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ კომპანიას ექსპორტის ლიცენზია გაუუქმა და გააფრთხილა, რომ გაუმართავი ტექნიკის წარმოება ქვეყანას იმიჯს უფუჭებს.
პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ პრეტენზიები გამოითქვა წარმოების სტანდარტების განსხვავებულობის გამო და ევროპელმა ექიმებმა საკმარისად არ იციან როგორ გამოიყენონ პროდუქცია და შესაძლოა შეცდომებიც დაუშვან.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრს ეშინია, რომ ჩინეთი კაპიტალიზაციას ცდილობს და სურს გაზარდოს ძალაუფლება, როგორც მსოფლიოს კეთილმა მხსნელმა.