გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გასვლითი სხდომა ჩატარდა სოფელ ზოტში.
საბჭოს წევრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.
შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ემსახურება გენდერული პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განხორციელებას და ქალთა გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებებით.
მნიშვნელოვან თემად დასახელდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კონკრეტულად ისაუბრეს მაღალმთიანი დასახლების თემში მცხოვრები ქალების საჭიროებებისა და დაბრკოლებების შესახებ მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
ადგილზე გაიცნეს იმ სოციალური პროგრამების და ქალთა გაძლიერების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული დახმარების პაკეტების შესახებ, რომლითაც სარგებლობაც შეუძლია თემის მოსახლებას. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და აღინიშნა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვ.თოდრიას სახელობის ანსამბლმა ” ნართმა” კონცერტი გამართა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
შედარებით ვრცელ ინფორმაციას აღნიშნული შეხვედრის შესახებ “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.