“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში ჩოხატაურში დადასტურებული კოვიდშემთხვევები უკავშირდება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თავყრილობებს, რომელშიც ონკოდაავადებებისგან განკურნებული ქალები არიან გაერთიანებული.
ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს და ამავდროულად, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეს ირაკლი კუჭავას კითხვით მივმართეთ _ საარჩევნო შტაბმა თავი უნდა შეიკავოს თუ არა რისკ-ჯგუფების საარჩევნო კამპანიაში ჩართვისგან. პასუხად ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ “ჩოხატაურის საარჩევნო შტაბი მუშაობს გეგმის მიხედვით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით“.
_ თქვენ მიერ დასახელებული შეხვედრები არ იყო შტაბის მიერ ორგანიზებული, უფრო მეტიც _ შეთანხმებულიც კი. ჩემი ინფორმაციით, ეს თვითინიციატივა იყო, _ გვითხრა კუჭავამ.