შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოთხმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო.
“ვუერთდებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციას. ჩვენ არ დავიშლებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილე, მინდია ადაძემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.