ჩოხატაურში, ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 1304 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1245 ადამიანი, გარდაცვლილია 16. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 41 შემთხვევა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ამბობს, რომ სოფელ ამაღლებაში ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
„ჩოხატაურში ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები. შემთხვევების მატება აღინიშნება სოფელ ამაღლებაში. ერთეული შემთხვევები აღინიშნება სხვა სოფლებში. ინფიცირების შემთხვევები სკოლას უკავშირდება. ინფიცირებულები არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. სოფელში ჩატარებულია ტესტირება სკოლასთან დაკავშირებულ პირებში“,_ ამბობს ჯიბუტი.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიბუტი ამბობს, რომ არიან როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები.
„გვყავს საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტებიც“,_ გვითხრა ჯიბუტმა.