გერმანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაუმჯობესება თრომბის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია.
The Guardian-ის ცნობით, გერმანელი მეცნიერების ჯგუფს მიაჩნია, რომ მათ შეისწავლეს თუ რატომ უვითარდებათ ზოგიერთ ადამიანს AstraZeneca და Johnson & Johnson ვაქცინის გაკეთების შემდეგ თრომბი.
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი როლფ მარშალაკი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ Pfizer / BioNTech და Moderna- ს მიერ შემუშავებული ვაქცინები არ იყენებენ ადენოვირუსს, რის გამოც ამ ვაქცინების გაკეთების შემთხვვევაში არ ფიქსირდება თრომბის განვითარების შემთხვევები.
მეცნიერები მიიჩნევენ,რომ პრობლემა მდგომარეობს ადენოვირუსის უჯრედის ბირთვში და არა მხოლოდ უჯრედულ სითხეში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ ქმნის ცილებს.
პროფესორი მარშალაკი ამბობს, რომ ვაქცინების გადაკეთება შეიძლება პრობლემის თავიდან ასაცილებლად. J&J მასთან უკვე კონტაქტშია.
თრომბები იშვიათია, მაგრამ შემაშფოთებელია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც უფრო მეტად აქვთ სისხლის შედედების საშიშროება.