ბახმარო იმ ადგილებს შორისაა, სადაც სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა გამოიყოს საჰაერო სივრცე პარაპლანებით ფრენისთვის. ამის შესახებ ცნობილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად გახდა.
ამ დროისთვის კი მზადება დაბა გუდაურში მიმდინარეობს.
“პარაპლანებით ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი.
ამასთან მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე”,_ ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
<