ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის 3 მოქალაქეს ბრალი წაუყენა.
როგორც REUTERS იუწყება, პროკურატურა მათ ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ უწყებაში ამბობენ, რომ დაპატიმრების ორდერები გაცემულია და ბულგარეთში მათ ექსტრადირებას მოითხოვენ.
არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ პირებს სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან აქვთ კავშირი.
თუმცა, როგორც ბულგარეთის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ 3 პირს ბრალი ედება იარაღის ქარხნის მფლობელის და მოვაჭრე ემილიან გებრევის და კიდევ 2 ბულგარელის მკვლელობის მცდელობაში.
შემთხვევა სოფიაში, 2015 წელს მოხდა.
აღნიშნული წლის 28 აპრილიდნ 4 მაისის ჩათვლით პერიოდში გებრევმა და კიდევ 2 -მა პირმა დაუდგენელი ორგანოფოსფორის ნივთიერებით ინტოქსიკაცია მიიღეს.
გამოძიება 2018 წელს თავიდან გაიხსნა, მას შემდეგ, რაც გებრევმა პროკურატურას განუცხადა, რომ მას სჯერავს, გამოყენებულ ნივთიერებას კავშირი აქვს ნოვიჩოკთან, ნერვულ აგენტთან, რომლის გამოყენებითაც, ინგლისში სკრიპალები მოწამლეს.
მოგვიანებით ბულგარეთმა განაცხადა, რომ შემთვევევბს შორის კავშირს იძიებდა.
პროკურატურამ ასევე განაცხადა, რო სერგეი ფედოტოვი ბულგარეთს 2015 წელს სამჯერ ესტუმრა და გებრევის მოწამვლის დროსაც ბულგარეთში იმყოფებოდა.
საინფორმაციო სააგენტო ფონტანგას ინფორმაციით,ფედოტოვი რუსეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
მოსკოვი არასდროს ამხელს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების ვინაობას, მაგრამ სკრიპალის მოწამვლაში მათ ჩართვას უარყოფს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩო ბულგარეთში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
საგამოძიებო საიტ Bellingcat-ის ინფორმაციით, ფედოტოვი სახხელია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცრის და ის სინამდვილეში დენის სერგეევია.