თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორს, ბექა წიქარიშვილსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს.
„სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ჩვენ შორის. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ,“ _თქვა წიქარიშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.