ავადმყოფობის დროს წამლის ჯადოსნური ძალის ყოველთვის გვჯერა, ამიტომ მოხმარებისთანავე ველოდებით შველას, თუმცა ზოგჯერ შედეგი აგვიანებს, ან ისეთ შედეგს ვერ ვიღებთ, როგორსაც მოველოდით.
ეს ყველაფერი წამლის ბრალი სულაც არ არის, შესაძლოა ჩვენ ვარღვევთ იმ წესებს, რომლებიც წამლის მოხმარებისას უნდა დავიცვათ.
1. დალიეთ წამალი მხოლოდ წყლით
ხშირად წამალს ვიღებთ იმ სითხით, რაც ხელში მოგვყვება და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ წამლისა და სხვა ნივთიერების შერწყმამ შესაძლოა შეანელოს ან გააუარესოს მოქმედება.
ყავა – სწრაფად ახდენს წამლის დაშლას
ჩაი – შეიცავს ნელი შთანთქმის კომპონენტებს
რძე – ასუსტებს ანტიბიოტიკის ეფექტს
გრეიფრუტის წვენი – გააჩნია ფარმაკოლოგიური თვისებები და იწვევს პრეპარატის ეფექტის ცვლილებას
2. სწორად შერჩეული საკვები
მნიშვნელოვანია რას მიირთმევთ ავადმყოფობის დროს. ბოჭკოვანი ნივთიერებით მდიდარი პროდუქტის მიღებისას ორგანიზმს ავტომატურად ვწმენდთ მავნე ნივთიერებებისაგან. ესენია: კომბოსტო, კენკრა, გოგრა, ლობიო, სოკო და ა.შ.
გახსოვდეთ, რომ გარკვეული მედიკამენტების მიღებისას აუცილებელია სპეციალურად შერჩეული დიეტის დაცვა.
3. დაიცავით გრაფიკი
მკაცრად დაიცავით წამლის მიღების გრაფიკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანტიბიოტიკს იღებთ. მნიშვნელოვანია ორგანიზმში იყოს მიღებული წამლის სწორი კონცენტრაცია, რაც მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი გრაფიკითაა შესაძლებელი.
4. რამდენიმე აბის ერთდროულად მიღება
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ სხვადასხვა წამლები ერთდროულად. თუ რამდენიმე მათგანის მიღება სავალდებულოა დაიცავით მინიმუმ 10 წუთიანი შუალედი.
5. არ შეწყვიტოთ კურსი
ხშირად ჩვენ ვწყვეტთ წამლების მიღებას მაშინვე, როგორც კი სასურველ შედეგს დავინახავთ. ეს დიდი შეცდომაა და ეს ხშირად იწვევს განმეორებით დაავადებას. დაუჯერეთ ექიმს და მიიყვანეთ კურსი ბოლომდე, რათა არამხოლოდ დაავადების სიმპტომები მოგეხსნათ, არამედ ორგანიზმიდან აღმოიფხვრას იგი.