პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მედიცინაში. გამოგონილი იქნა ბრიტანელი ბიოლოგის ალექსანდრე ფლემინგის მიერ 1928 წელს. შვებულებიდან დაბრუნებულმა მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მიკროსკოპში ბაქტერიები დაღუპული იყო ობის სოკოს მეშვეობით.
მიკროტალღური ღუმელი _ ერთხელ ინჟინერმა პერსი სპენსერმა შეაჩნია, რომ შოკოლადის ფილა, რომელიც ჯიბეში ედო მაშინვე დადნა, როგორც კი მაგნეტრომს(გენერირებადი მიკროტალღური ელექტრონული ნათურა) მიუახლოვდა. რამდენიმე წელში მან ეს დაკვირვება პრაქტიკულად განახორციელა, რითაც მსოფლიოს მიკროტალღური ღუმელი აჩუქა.
ვულკანიზებური რეზინი _ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში რეზინის, როგორც გამოუსადეგარი მატერიალის ხმარებიდან ამოღებას აპირებდნენ. რეზინი არ იყო მდგრადი ექსტრემალური ტემპერატურის მიმართ, თუმცა ჩარლზ გუდიარი მაინც არ ნებდებოდა და ცდილობდა რეზინის ახალი ნიმუში შეექმნა. ამაში კი ისევ საკუთარი დაუდევრობა დაეხმარა. მას შემთხვევით ხელიდან გაუვარდა მორიგი ნიმუში, რომელიც ცხელ ღუმელზე დაეცა. რეზინი არ დაიწვა.
ფეირვერკი _ გამოგონილი იქნა 2000 წლის წინ ჩინეთში. ლეგენდის მიხედვით ბამბუკის ჯოხში ხის ნახშირის, გოგირდისა და სელიტრას ერთად მოხვედრამ ასეთი ლამაზი ეფექტი გამოიწვია.
პლასტელინი _ სრულიად შემთხვევით გამოიგონეს ჯოზეფ და მეა მაკვიკერებმა 1955 წელს. ისინი ლაქების ამომყვან საშუალებაზე მუშაობდნენ… თუმცა მიიღეს პლასტელინი.
სუპერწებო _ 1942 წელს დოქტორი ჰარი კუვერი წუხილით მივიდა იმ დაკვნამდე, რომ ციანოაკრილატი – ნივთიერება, რომელიც მან აღმოაჩინა გამოუსადეგარი იყო, იგი ყველაფერს მყარად ეწებებოდა…