ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18-წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ. ლაშქარაშვილი მოსამართლემ შეურაცხადად ცნო. ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.
შემთხვევა 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ბრალდების ვერსიით ახალგაზრდებსა და ხელოსანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რის შემდეგაც ბრალდებულმა ლაშქარაშვილმა ავტომატური იარაღიდან რამაზ მჭედლიშვილს რამდენჯერმე ესროლა და პაატა ხოფერიასთან ერთად მიიმალა.