„უკვე სხვა პოლიტიკური ველი შეიქმნა, ახლა უკვე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი იძულებულია პარლამენტში შევიდეს. თქვენ კარგად იცით პოზიციების ცვლილება არ არის ჩემი ინტერესი, უბრალოდ რეალურად სხვა ველი შეიქმნა“ – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა CNews-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ღიად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აწარმოა, თავისმა ამომრჩეველმა პარლამენტში შესვლა მოთხოვა.
თაკო ჩარკვიანმა, ასევე აღნიშნა, რომ პარტია თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად 7 ივნისს გამოაცხადებს.
„ჩემმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის შემდეგ, პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვნად მითხრეს, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში იმიტომ, რომ სხვა საბრძოლო ველია, თორემ, ეს ადამინები ორი კვირის უკან ცალსახად აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში“. ოფიციალური გამოკითხვით იყო 4200/52-ზე, მხოლოდ 52-მა ადამიანმა გვითხრა – არა, დანარჩენმა გვითხრა რომ უნდა შევსულიყავით.
გუშინ იყო საბოლოო შეხვედრა, რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებთან, აი ახლაც კი, რაღაც საკითხებს გავდივართ და საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების უფლება ამიტომაც არ მაქვს, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გავაკეთებთ“ – განაცხადა ჩარკვიანმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა გამოცემასთან საუბარში, ასევე აღნიშნა, რო, პარტია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს.