რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დღეს სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 24-ამდე გაიზარდა.
მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა.
„10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა. უკვე 103 ერთეულზე ვართ ასული მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით, რაც შესაბამის 10 მდებარეობაზეა გადანაწილებული და მაშველების შესაბამისი მითითებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია“, – განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა.