“თუ ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს,, _ დეპუტატი ეკა ბესელია შსს და პროკურატურას, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე ერთ თვეს აძლევს.
ბესელია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე.
,,არ არის, ან ვერ არის ნაპოვნი ამ საქმის დამკვეთი. თუ ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს, თუ რა ჰქვია ამას. ყველა კითხვა, რაც გვაქვს ეხება შსს-ს და პროკურატურას. ჩანს, რომ ადამიანის პირადი სივრცე დაუცველია. მგონია, რომ უკვე დრო არის პასუხიმგებლობა აიღონ ამ ყველაფერზე. რაღაცეები, რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს შემთხვევითი არ მგონია,” – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.