შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია. ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსის ნუკრი ცარციძის მოადგილედ ბესიკ აფაქიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ჩოხატაურის სამმართველოში განყოფილების უფროსად მუშაობდა.
ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივების სამმართველოს უფროსად ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ყოფილი მოადგილე თენგო ადამია დაინიშნა. ორივე მათგანს დღეს წარადგენენ.