შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის.
ების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
“კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების – „ბასიანის“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები,” _ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.