“მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა”, _ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურია ხელმძღვანელი თეა პერტაია ავრცელებს.
მისივე თქმით, “რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს _ დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება”, _ აღნიშნავს პერტაია.