მტვრის შტორმისგან ინდოეთში 74 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობას ეძინა, როცა შტორმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა.
შენობების ნგრევის გარდა შტორმმა ხეები მოგლიჯა და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს. ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახის წევრებს კომპენსაციას გადაუხდის.