შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი სკოლაში ბრუნდება. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
,,სკოლაში სირაულის ერთწლიანი პაუზა დასრულდა. რა მშვენიერია, რომ საბოლოოდ სკოლაში ვბრუნდები“, – დაწერა ტუნბერგმა.
შვედმა სკოლის მოსწავლემ, გრეტ ტუნგბერგმა, 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო. მან განაცხადა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.
გრეტა ტუნგბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. შვედმა ეკოატქივისტმა პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. მან 2019 წელს ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რომ ნოუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.