საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს კანონზე საუბრობს.
“უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
შვეიცარიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.



































































