სიძე-პატარძალი, მღვდელი და საქორწინო ცერემონიის 40 სტუმარი დააკავეს. შემთხვევა The Daylimail-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში მოხდა.
დაკავება კორონავირუსის გამო გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმის დარღვევის საფუძველზე გახორციელდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, წყვილმა დაქორწინებაზე თანხმობის თქმა მოასწრო, ვიდრე სამხრეთ აფრიკის არმიის ოფიცრები ცერემონიაზე შეიარაღებულები შეცვივდებოდნენ.