ცოტა ხნის წინ ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ნანორობოტი, რომელსაც სიმსივნური უჯრედების განადგურება შეუძლია.
ეს ნანორობოტები სიმსივნური უჯრედების ინდენტიფიცირებას ახდენენ და მათ 24 საათში ანადგურებენ – ისინი კიბოს უჯრედებისთვის ჟანგბადის და საკვების მიწოდებას ბლოკავენ.
სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ნანორობოტები დნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწნული. ამ მოლეკულებისგან ბრტყელი ფურცლები იქმნება, რომლებიც შემდეგ მილაკებივით ეხვევა და სხვა მოლეკულებით იფარება, რომლებსაც სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა შეუძლიათ.
ეს საშუალებას იძლევა, პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებამდე მივიდეს, რის შემდეგაც წარმოიქმნება თრომბები მეზობელ სისხლძარღვებში.
როგორც მეცნიერები ამბობენ, თრომბები სიმსივნურ უჯრედებამდე რობოტის მიღწევიდან 24 საათში წარმოიქნება. ამას გარდა, მკვლევრების გუნდმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი ქსოვილებისთვის ნანორობოტები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან ისინი თრომბებს მხოლოდ სიმსივნის ფარგლებში წარმოიქმნიან: როცა ასეთი ნანორობოტი სიმსივნურ უჯრედთან შედის კონტაქტში, ნანორობოტის შიგთავსი – ცილა თრომბინის მოლეკულები – ტოვებენ მას და გარემოზე ზემოქმედებას იწყებენ: რობოტის და სიმსივნური უჯრედის კონტაქტის ადგილას წამოიქმნება თრომბი, რომელიც სისხლის მოძრაობას ბლოკავს და ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებას სიმსივნურ უჯრედში არ უშვებს. შედეგად ეს უჯრედი იღუპება.
ავტორი