სინოდის განჩინება საჯაროდ დღეს გამოქვეყნდება. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან აზრი, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, თუმცა ისტორიული წყაროები საპირისპიროს ამტკიცებს.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამბობენ, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ და ეკლესია არ განასხვავებს, ვინ აიცრება და ვინ არა.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი, ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ იკრიბება.