სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ რაკეტას რუსი სამხედრო დანაყოფები ჩამოაგდებენ. აღნიშნული განცხადება RT-ს ინფორმაციით, ლიბანში რუსეთის ელჩმა გააკეთა.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სირიელი ხალხის ამერიკის შეერთებული შტატებისგან დასაცავად მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტი სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმისთვის ძალისმიერი პასუხით დაიმუქრა.