სირიის საჰაერო დაცვის ძალებმა პროვინცია ჰომსში აეროდრომ შაირათზე ავიაიერიშის უპასუხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაანადგურეს 9 რაკეტა. Reuters-ის ცნობით, ავიადარტყმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ღამით 17 აპრილს დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა ავიაბაზა დუმაირი, რომელიც დამასკოს მახლობლად მდებარეობს. მას ისრაელის გამანადგურებლებმა 3 რაკეტა დაუშინეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბაზაზე შესაძლოა, რომ რუსი სამხედროებიც იყვნენ. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუშინ სირიაში არავითარი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. ისრაელის თავდაცვა კი შესაძლებელ ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.
ამავე თემაზე: “ეს შემთხვევა კომუნიკაციით უნდა გადაწყდეს”_ზახაროვა
მოამზადე, რუსეთო“_ აშშ-ს პრეზიდენტი
სირიაზე სარაკეტო დარტყმა დაიწყო
ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება“_ პუტინი
„კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“
„ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივხვდეთ, რა ხდება მიწაზე“ _ ტერეზა მეი